Sunday, November 25, 2018

პროექტის რეფლექსია

ვისწავლე ისტის მეშვეობით დავგეგმო და შევქმნა საპრეზენტაციო პაპკა რაც დამეხმარება მოსწავლეებს დავეხმარო , მივცე საჭირო რეკომენდაციები პრეზენტაციისათვის,გამოვყო და გამოვაყოფინო მოსწავლეებს თემატური,ზოგადი კითხვები,ჩეკლისტის დაწერა რაც მათ დაეხმარებად მუშაობის პროცესში და დასკვნის გაკეთებაში.

პროექტის პორტფოლიო

ჩემი პროექტის პორტფოლიო

მოსწავლის ნიმუში

Sunday, November 11, 2018

შეფასების მოკლე შინაარსი

მიმართულების მიმცემი საკვანძო და აზროვნების ზედა დონის სხვა შეკითხვების გამოყენებათ მოსწავლეებისათვის კითხვების დასმა ხელს უწყობს მათი აზროვნების გააქტიურებას.ძაღლების შესახებ მოსწავლეთა საბაზისო ცოდნის გამოსავლენად, საკუთარი შეკითხვების სიღრმისეული გამოკვლევისა და შესწავლის ხელშესაწყობად, და ასევე სწავლების შესაფასებლად და დასაფასებლად გამოიყენება „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“ ცხრილი. ბროშურაზე მომუშავე მოსწავლეებს სწორი მიმართულების მიცემისთვის, საბოლოო ნამუშევრის ჩაბარებამდე კი, ურიგდებათ კრიტერიუმების ჩამონათვალი ძაღლების ბროშურისთვის და რუბრიკა ძაღლების შესახებ. ძაღლების შესახებ რუბრიკის საფუძველზე ხდება მოსწავლეთა ბროშურების შეფასება. მოსწავლეების მოსწრების შესაფასებლად, ასევე, გამოიყენება წერითი შეფასება, საქაღალდის შიგთავსი და არაფორმალური დაკვირვებები. საქაღალდეების არაფორმალური შემოწმების მეშვეობით, შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ მოსწავლეები ასრულებენ დავალებულ სამუშაოს და სათანადოდ ითვისებენ მიწოდებულ მასალას.